Monday, October 9, 2017

ნიკოლოზ ბრათაშვილისა და ეკატერინე ბარათაშვილის სიყვარულის ისტორია

ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ეკატერინე ჭავჭავაძის სიყვარულის ისტორია

ეკატერინე ჭავჭავაძემ თავისებური დაღი დაამჩნია ნ. ბარათაშვილის პოეტურ სტრიქონებს. ჩანს, იგი პოეტის      სულიერი სამყაროს სიღრმეში შეიჭრა და სიხარულისა და  მწუხარების ბევრი ცრემლი აღვრევინა. დიდი ხანია            მკვლევართა ყურადღებას იპყრობს ეკატერინეს და ტატოს  სატრფიალო ურთიერთობის საკითხი, მაგრამ ბევრი რამ ჯერ  კიდევ გარკვევასა და დაზუსტებას მოითხოვს. სამწუხაროდ,   გარდა ნ. ბარათაშვილის ლექსებისა, მათი სამიჯნურო       უერთიერთობის შესახებ თითქმის არავითარი მასალა არ  დარჩენილა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნ. ბარათაშვილის   სატრფიალო ლექსების უმეტესობა ზოგადი ხასიათისაა და   კარგად არ ჩანს მათი სიყვარულის ორმხრივობა. ამდენად,  ძნელი გასარკვევია, თუ როგორ პასუხობდა ეკატერინე  ჭავჭავაძე ნ. ბარათაშვილის სულიერ მისწრაფებას.  საკითხის  სიზუსტით შესწავლას ისიც აძნელებს, რომ  ეკატერინე    ჭავჭავაძის გათხოვების შემდეგ დაწერილ ნ.             ბარათაშვილის  ლექსებში არ არის მკვეთრად გამოხატული    გულისტკივილი და  უკმაყოფილება სატრფოსადმი, რაც               ჩვეულებრივ პირობებში  უნდა გამოვლინებულიყო.   საინტერესოა ისიც, რომ  ბარათაშვილის სიკვდილის შემდეგ       ეკატერინე ჭავჭავაძებ 37  წელი იცოცხლა და ფიქრად არავის     მოსვლია ორიოდე  სტრიქონი მაინც ჩაეწერა მათი                           სამიჯნურო ურთიერთობის  შესახებ. საოცარია, დიდ ილიას   როგორ   გამორჩა ეს  მხედველობიდან? – ის ხომ            პეტერბურგში საკუთარ ბიინაზე  ეწვია ეკატერინე  ჭავჭავაძეს და საუბარიც არ ჰქნდათ  ბარათაშვილზე. ილია   ხომ ეკატერინე ჭავჭავაძისაგან გაეცნო  პირველად ბარათაშვილის ნაწარმოებებს? არც ტატოს და არც ეკატერინეს პირადი ბარატები არ დარჩენილა, რომლებიც ოდნავ მაინც ნათელს მოჰფენდნენ მათ სამიჯნურო ისტორიას.
ტრადიციული გადმოცემით ნ. ბარათაშვილს მთელი გატაცებით უყვარდა ეკატერინე ჭავჭავაძე, ცოლქმრობის პირობაც კი ჰქონდათ მიცემული, მაგრამ ეკატერინე ცოლად გაყვა მდგომარეობით ბარათაშვილზე უფრო პრივილეგიების მქონე დავით დადიანს. ყოველმხრივ ბედისგან განაწამებ პოეტს სიყვარულმაც არ გაუმართ

ლა და დარჩა „მწირი, მიუსაფარი“.



ტატო   შენი სულის, ობოლ სულის სალოცავად 
           წინანდალი აღმართულა მარტო, 
           გზა მიუძღვის ცოცაბო და დამრეცილი 
           გვიანია, ნუღარ წახვალ ტატო... 
             ქორწილია ჭავჭავაძეს სასახლეში, 
          დედოფლის შუქს ცის თაღიც კი ნატრობს, 
          გულსაკლავად ჟღერს ლამაზი როიალი 
          და შენს სანთელს დადიანი აქრობს. 
          ჰე! დაიძრა მაშხალების ჩირაღდანი 
          შენ კი სევდამ მოგაკითხა მარტო, 
          სულის გვემას ვაჟკაცურად გაუძრლი, 
          იქ ნამდვიად გვიან არის ტატო... 
           ქორწილი აქვს ჭავჭავაძეს სასახლეში 
         შენ სანთელს კი დადიანი აქრობს 
  

No comments:

Post a Comment

მერანი