Monday, October 9, 2017

ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი


 
„აგერ, წელიწად-ნახევარია, რაც მე გიმნაზიაში კურსი დავასრულე და ვიმყოფებისუდაირასპრავაში   წარდგენილი ვარ ჩინზედ და ჩქარაც მოველი, მაგრამ უნდა აღვიარო (ვაღიარო), რომ არც პანსიონში ყოფნის დროს, когда будущность моя представлялась мне в радужных мечтаниях  და არც მერე, ვიდრე სამსახურში შევიდოდი, სულ არ მომსვლია ფიქრად სამოქალაქო სამსახური. ჩემი სურვილი იყო ჯარისკაცობა. იგი მზრდიდა მე აქამომდენ და ახლაც ხანდისხან კიდევ შემომეპარება ხოლმე გულში. მაშ, რაღამ დამიშალა? ჩემთა მშობელთა მიზეზად ეს მომიდეს, რომ კოჭლი ხარო და, თუ არ ინვალიდის კომანდაში, სხვაგან არ მიგიღებენო. მაშინ, როდესაც ფერხი უკედ მქონდა და კარგადაც მაქვს ასე, რომ ჩემებურად კიდეც ვხტი და კიდეც ვტანცაობ… ვჰსთხოვე უნივერსიტეტში მაინც გაგზავნა, რომ, თუ შტატსკი (სამოქალაქო მოხელე) ვიყო, ვიყო. ...მამაც ამ დროს ავად შეიქმნა და, ავადმყოფი, ჩემს თხოვნაზე, ასე მეტყოდა: `შვილო, ხომ ჰხედავ შენს გარემოებასაო, იქნება, მე ვეღარც კი გავაწიო ამ სნეულებასაო, შენს სახლს არ უპატრონებო?~ ამის შემდეგ გული აღარ იყო, რომ კიდევ შემეწუხებინა მამა ჩემის თხოვნით. დავრჩი ისევ ჩემს მამულში, განვჰწესდი სამსახურში და დავჰმორჩილდი ჩემს მკაცრს ბედსა. თუმც ხანდისხან ჯავრით დავაპირებ ხოლმე მასთან შებმას: ან ჩემი ბედი, ან ჩემი სურვილის აღსრულება... Круг чиновников не выгоден для образования нравственности ... ჩემი აქ დარჩომა სიზარმაცეში არ ჩამომართოთ. ღმერთმა დამიფაროს! ეგ თვისება სხვისაც მეჯავრება! ზარმაცი არა ვარ, მაგრამ რა ვქნა, რა გაეწყობა სოფლის ბრუნვას!~.

ნიკოლოზ ბრათაშვილისა და ეკატერინე ბარათაშვილის სიყვარულის ისტორია

ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ეკატერინე ჭავჭავაძის სიყვარულის ისტორია

ეკატერინე ჭავჭავაძემ თავისებური დაღი დაამჩნია ნ. ბარათაშვილის პოეტურ სტრიქონებს. ჩანს, იგი პოეტის      სულიერი სამყაროს სიღრმეში შეიჭრა და სიხარულისა და  მწუხარების ბევრი ცრემლი აღვრევინა. დიდი ხანია            მკვლევართა ყურადღებას იპყრობს ეკატერინეს და ტატოს  სატრფიალო ურთიერთობის საკითხი, მაგრამ ბევრი რამ ჯერ  კიდევ გარკვევასა და დაზუსტებას მოითხოვს. სამწუხაროდ,   გარდა ნ. ბარათაშვილის ლექსებისა, მათი სამიჯნურო       უერთიერთობის შესახებ თითქმის არავითარი მასალა არ  დარჩენილა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნ. ბარათაშვილის   სატრფიალო ლექსების უმეტესობა ზოგადი ხასიათისაა და   კარგად არ ჩანს მათი სიყვარულის ორმხრივობა. ამდენად,  ძნელი გასარკვევია, თუ როგორ პასუხობდა ეკატერინე  ჭავჭავაძე ნ. ბარათაშვილის სულიერ მისწრაფებას.  საკითხის  სიზუსტით შესწავლას ისიც აძნელებს, რომ  ეკატერინე    ჭავჭავაძის გათხოვების შემდეგ დაწერილ ნ.             ბარათაშვილის  ლექსებში არ არის მკვეთრად გამოხატული    გულისტკივილი და  უკმაყოფილება სატრფოსადმი, რაც               ჩვეულებრივ პირობებში  უნდა გამოვლინებულიყო.   საინტერესოა ისიც, რომ  ბარათაშვილის სიკვდილის შემდეგ       ეკატერინე ჭავჭავაძებ 37  წელი იცოცხლა და ფიქრად არავის     მოსვლია ორიოდე  სტრიქონი მაინც ჩაეწერა მათი                           სამიჯნურო ურთიერთობის  შესახებ. საოცარია, დიდ ილიას   როგორ   გამორჩა ეს  მხედველობიდან? – ის ხომ            პეტერბურგში საკუთარ ბიინაზე  ეწვია ეკატერინე  ჭავჭავაძეს და საუბარიც არ ჰქნდათ  ბარათაშვილზე. ილია   ხომ ეკატერინე ჭავჭავაძისაგან გაეცნო  პირველად ბარათაშვილის ნაწარმოებებს? არც ტატოს და არც ეკატერინეს პირადი ბარატები არ დარჩენილა, რომლებიც ოდნავ მაინც ნათელს მოჰფენდნენ მათ სამიჯნურო ისტორიას.
ტრადიციული გადმოცემით ნ. ბარათაშვილს მთელი გატაცებით უყვარდა ეკატერინე ჭავჭავაძე, ცოლქმრობის პირობაც კი ჰქონდათ მიცემული, მაგრამ ეკატერინე ცოლად გაყვა მდგომარეობით ბარათაშვილზე უფრო პრივილეგიების მქონე დავით დადიანს. ყოველმხრივ ბედისგან განაწამებ პოეტს სიყვარულმაც არ გაუმართ

ლა და დარჩა „მწირი, მიუსაფარი“.



ტატო   შენი სულის, ობოლ სულის სალოცავად 
           წინანდალი აღმართულა მარტო, 
           გზა მიუძღვის ცოცაბო და დამრეცილი 
           გვიანია, ნუღარ წახვალ ტატო... 
             ქორწილია ჭავჭავაძეს სასახლეში, 
          დედოფლის შუქს ცის თაღიც კი ნატრობს, 
          გულსაკლავად ჟღერს ლამაზი როიალი 
          და შენს სანთელს დადიანი აქრობს. 
          ჰე! დაიძრა მაშხალების ჩირაღდანი 
          შენ კი სევდამ მოგაკითხა მარტო, 
          სულის გვემას ვაჟკაცურად გაუძრლი, 
          იქ ნამდვიად გვიან არის ტატო... 
           ქორწილი აქვს ჭავჭავაძეს სასახლეში 
         შენ სანთელს კი დადიანი აქრობს 
  

მერანი