მეშვიდე კლასი
Tuesday, October 10, 2017
Monday, October 9, 2017
ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი
„აგერ, წელიწად-ნახევარია, რაც მე გიმნაზიაში კურსი დავასრულე და ვიმყოფებისუდაირასპრავაში წარდგენილი ვარ ჩინზედ და ჩქარაც მოველი, მაგრამ უნდა აღვიარო (ვაღიარო), რომ არც პანსიონში ყოფნის დროს, когда будущность моя представлялась мне в радужных мечтаниях და არც მერე, ვიდრე სამსახურში შევიდოდი, სულ არ მომსვლია ფიქრად სამოქალაქო სამსახური. ჩემი სურვილი იყო ჯარისკაცობა. იგი მზრდიდა მე აქამომდენ და ახლაც ხანდისხან კიდევ შემომეპარება ხოლმე გულში. მაშ, რაღამ დამიშალა? ჩემთა მშობელთა მიზეზად ეს მომიდეს, რომ კოჭლი ხარო და, თუ არ ინვალიდის კომანდაში, სხვაგან არ მიგიღებენო. მაშინ, როდესაც ფერხი უკედ მქონდა და კარგადაც მაქვს ასე, რომ ჩემებურად კიდეც ვხტი და კიდეც ვტანცაობ… ვჰსთხოვე უნივერსიტეტში მაინც გაგზავნა, რომ, თუ შტატსკი (სამოქალაქო მოხელე) ვიყო, ვიყო. ...მამაც ამ დროს ავად შეიქმნა და, ავადმყოფი, ჩემს თხოვნაზე, ასე მეტყოდა: `შვილო, ხომ ჰხედავ შენს გარემოებასაო, იქნება, მე ვეღარც კი გავაწიო ამ სნეულებასაო, შენს სახლს არ უპატრონებო?~ ამის შემდეგ გული აღარ იყო, რომ კიდევ შემეწუხებინა მამა ჩემის თხოვნით. დავრჩი ისევ ჩემს მამულში, განვჰწესდი სამსახურში და დავჰმორჩილდი ჩემს მკაცრს ბედსა. თუმც ხანდისხან ჯავრით დავაპირებ ხოლმე მასთან შებმას: ან ჩემი ბედი, ან ჩემი სურვილის აღსრულება... Круг чиновников не выгоден для образования нравственности ... ჩემი აქ დარჩომა სიზარმაცეში არ ჩამომართოთ. ღმერთმა დამიფაროს! ეგ თვისება სხვისაც მეჯავრება! ზარმაცი არა ვარ, მაგრამ რა ვქნა, რა გაეწყობა სოფლის ბრუნვას!~.
|
ნიკოლოზ ბრათაშვილისა და ეკატერინე ბარათაშვილის სიყვარულის ისტორია
ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ეკატერინე ჭავჭავაძის სიყვარულის ისტორია
ეკატერინე ჭავჭავაძემ თავისებური დაღი დაამჩნია ნ. ბარათაშვილის პოეტურ სტრიქონებს. ჩანს, იგი პოეტის სულიერი სამყაროს სიღრმეში შეიჭრა და სიხარულისა და მწუხარების ბევრი ცრემლი აღვრევინა. დიდი ხანია მკვლევართა ყურადღებას იპყრობს ეკატერინეს და ტატოს სატრფიალო ურთიერთობის საკითხი, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ გარკვევასა და დაზუსტებას მოითხოვს. სამწუხაროდ, გარდა ნ. ბარათაშვილის ლექსებისა, მათი სამიჯნურო უერთიერთობის შესახებ თითქმის არავითარი მასალა არ დარჩენილა. აღსანიშნავია ისიც, რომ ნ. ბარათაშვილის სატრფიალო ლექსების უმეტესობა ზოგადი ხასიათისაა და კარგად არ ჩანს მათი სიყვარულის ორმხრივობა. ამდენად, ძნელი გასარკვევია, თუ როგორ პასუხობდა ეკატერინე ჭავჭავაძე ნ. ბარათაშვილის სულიერ მისწრაფებას. საკითხის სიზუსტით შესწავლას ისიც აძნელებს, რომ ეკატერინე ჭავჭავაძის გათხოვების შემდეგ დაწერილ ნ. ბარათაშვილის ლექსებში არ არის მკვეთრად გამოხატული გულისტკივილი და უკმაყოფილება სატრფოსადმი, რაც ჩვეულებრივ პირობებში უნდა გამოვლინებულიყო. საინტერესოა ისიც, რომ ბარათაშვილის სიკვდილის შემდეგ ეკატერინე ჭავჭავაძებ 37 წელი იცოცხლა და ფიქრად არავის მოსვლია ორიოდე სტრიქონი მაინც ჩაეწერა მათი სამიჯნურო ურთიერთობის შესახებ. საოცარია, დიდ ილიას როგორ გამორჩა ეს მხედველობიდან? – ის ხომ პეტერბურგში საკუთარ ბიინაზე ეწვია ეკატერინე ჭავჭავაძეს და საუბარიც არ ჰქნდათ ბარათაშვილზე. ილია ხომ ეკატერინე ჭავჭავაძისაგან გაეცნო პირველად ბარათაშვილის ნაწარმოებებს? არც ტატოს და არც ეკატერინეს პირადი ბარატები არ დარჩენილა, რომლებიც ოდნავ მაინც ნათელს მოჰფენდნენ მათ სამიჯნურო ისტორიას.
ტრადიციული გადმოცემით ნ. ბარათაშვილს მთელი გატაცებით უყვარდა ეკატერინე ჭავჭავაძე, ცოლქმრობის პირობაც კი ჰქონდათ მიცემული, მაგრამ ეკატერინე ცოლად გაყვა მდგომარეობით ბარათაშვილზე უფრო პრივილეგიების მქონე დავით დადიანს. ყოველმხრივ ბედისგან განაწამებ პოეტს სიყვარულმაც არ გაუმართ
ლა და დარჩა „მწირი, მიუსაფარი“.
წინანდალი აღმართულა მარტო,
გზა მიუძღვის ცოცაბო და დამრეცილი
გვიანია, ნუღარ წახვალ ტატო...
ქორწილია ჭავჭავაძეს სასახლეში,
დედოფლის შუქს ცის თაღიც კი ნატრობს,
გულსაკლავად ჟღერს ლამაზი როიალი
და შენს სანთელს დადიანი აქრობს.
ჰე! დაიძრა მაშხალების ჩირაღდანი
შენ კი სევდამ მოგაკითხა მარტო,
სულის გვემას ვაჟკაცურად გაუძრლი,
იქ ნამდვიად გვიან არის ტატო...
ქორწილი აქვს ჭავჭავაძეს სასახლეში
შენ სანთელს კი დადიანი აქრობს
Wednesday, September 27, 2017
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 199-200, თბ., 1977 წელი.
- ინგოროყვა, პავლე: ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი : ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი - თბილისი : მერანი, 1983
- ინგოროყვა, პავლე: ნიკოლოზ ბარათაშვილი : [მონოგრაფია. აგრეთვე ნარკვევი: ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერებთან] - თბილისი : მერანი, 1969
ნიკოლოზ ბარათაშვილის ლიტერატურა
- ბულბული ვარდზედ
- ქეთევან
- შემოღამება მთაწმიდაზედ
- ხმა იდუმალი
- ძია გ...სთან
- ღამე ყაბახზედ
- ფიქრნი მტკვრის პირზედ
- ჩონგურს
- ჩემს ვარსკვლავს
- ნაპოლეონ
- თავადის ჭ...ძის ასულს, ეკ...ნას
- საყურე
- ჩვილი
- ...ნა ფორტოპიანოზედ მომღერალი
- სული ობოლი
- (სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი...)
- ჩემი ლოცვა
- (აღმოხდა მნათი აღმოსავალს...)
- (არ უკიჟინო, სატრფოო...) ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია
დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. მისი მამა, მელიტონ ბარათაშვილი თარჯიმნის პროფესიასაც ითავსებდა. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ისშვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მიღებაზე, რუსეთში გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა მოქმედ არმიაში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რომელიც შეინიშნებოდა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 1832 წლის შეთქმულების ჩაშლის შემდეგ და რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად „ამა სოფლის ამაოებათაკენ“ უბიძგებდა, ბარათაშვილი და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობის წამოწყებას. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას.
ბარათაშვილის ყველა გეგმას, როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციალებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამისეული ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. პოეტი იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბარათაშვილს. მის პირად წერილებში, რომლებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული ბასრი, სევდნარევი ირონიით გამოიხატა „მკაცრი ბედისა“ და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა.
1836-დან ბარათაშვილი მუშაობდა უბრალო ჩინოვნიკად სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 წელს დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ, ხოლო 1845 ივნისს იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა. ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 წელს განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან .
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%96_%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%96_%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98
Subscribe to:
Comments (Atom)
-
ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ეკატერინე ჭავჭავაძის სიყვარულის ისტორია ეკატერინე ჭავჭავაძემ თავისებური დაღი დაამჩნია ნ. ბარათაშვილის პოეტურ სტ...
-
„აგერ, წელიწად-ნახევარია, რაც მე გიმნაზიაში კურსი დავასრულე და ვიმყოფები სუდაირასპრავაში წარდგენილი ვარ ჩინზედ და ჩქარაც მოველი, მ...
